პარტნიორობა პროექტში ,,საქართველოს კლიმატ-ტექნოლოგიების საჭიროებების შეფასების განახლება და პრიორიტეტული ტექნოლოგიებისათვის მათი შემოტანისა და გავრცელების საგზაო რუკის მომზადება’’

ესკო-ესი პროექტის  ,,საქართველოს კლიმატ-ტექნოლოგიების საჭიროებების შეფასების განახლება და პრიორიტეტული ტექნოლოგიებისათვის მათი შემოტანისა და გავრცელების საგზაო რუკის მომზადება’’ პარტნიორია

პროექტს „მდგრადი განვითარების ცენტრი – რემისია“ ესკო-ესთან და ISET Policy Institute -თან  პარტნიორობით ახორციელებს.

პროექტის მიზანია,  დახმარება გაუწიოს საქართველოს მთავრობას კლიმატ-ტექნოლოგიების საჭიროებების შეფასებასა (TNA) და პრიორიტეტული ტექნოლოგიების დანერგვის გეგმის შემუშავებაში. პროექტის განხორციელების შედეგად, ქვეყნის მიერ შერჩეული პრიორიტეტული სექტორებისათვის უნდა მოხდეს კლიმატ-ტექნოლოგიების შერჩევა და გავრცელება, რათა საქართველომ წარმატებით შეძლოს კლიმატის ცვლილების კონვენციისა და მისი პარიზის შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულება და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ეფექტური/მდგრადი რეაგირება. პროექტის შედეგები თანხვედრაში უნდა იყოს კლიმატის ეროვნულ პოლიტიკასთან, პარიზის შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ განსაზღვრულ ეროვნულ წვლილთან (NDC), კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმასთან, გრძელვადიანი დაბალემისიანი განვითარების პრიორიტეტებთან და გაითვალისწინოს „კლიმატის მწვანე ფონდში“ ქვეყნის მიერ წარდგენილი პრიორიტეტული მიმართულებები და პროექტების კონცეფციები. პროექტის მიერ დადებულმა შედეგებმა ხელი უნდა შეუწყოს სათბურის გაზების ემისიების შემცირებას, საადაპტაციო ტექნოლოგიების შემოტანას და გავრცელებას.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მდგრადი განვითარების გრძელვადიანი მიზნებისა და ვალდებულებების განხორციელებას, მწვანე ბიზნესის ზრდის წახალისებას, სათბურის გაზების ემისიების შემცირებას და ეკონომიკაში ტრანსფორმაციული ცვლილებების უზრუნველყოფას. პროექტი ხორციელდება „კლიმატის მწვანე ფონდის“ (GCF) მხარდაჭერით.

 

კლიმატის ცვლილების ადაფტაციის პროცესები ჩანადირთკარის ენერგოეფექტიანი ღუმელების საწარმოში !

ესკო-ესი ენერგოეფექტიანი ღუმელების საწარმოს სამშენებლო სამუშაოებს ეკომეგობრული პრინციპებით განახორციელებს.

კერძოდ,  სამშენებლო პოლიგონზე კონსერვირებული ნიადაგი ინოვაციური მწვანე ინჟინერინგის პრინციპებზე დამყარებული ორგანული აგრო-ტექნოლოგიური მეთოდებით გამდიდრდება. შედეგად ბაზარს წარედგინება მაღალი ხარისხის უნივერსალური აგრო-სუბსტრატი კონკურენტულ ფასად.

ასეთი მიდგომა მწვანე მშენებლობის  ერთ-ერთი საკვანძო ელემენტია. ჩანადირთკარის სამშენებლო პოლიგონიდან გამდიდრებული ნიადაგის სუბსტრატის ოდენობა 2000 კუბური მეტრით განისაზღვრება. შედეგად, შენარჩუნებული იქნება მიწის აგრარული ბალანსი, ანუ დაბალანსდება ინფრასტრუქტურული  პროცესების უარყოფითი ანთროპოგენური ზემოქმედება კლიმატის ცვლილებაზე.

პროფესორი გიორგი ღამბაშიძე ტექნოლოგიურ პროცესების ციკლს ასე განმარტავს:

ნიადაგის მაღალნაყოფიერი ფენა ხშირად ზიანდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას, რაც იწვევს მისგან მნიშვნელოვანი რაოდენობით სათბურის აირების გაფრქვევას, რომელიც ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებას, შედეგად,  ნიადაგი კარგავს დიდი ოდენობით ორგანულ ნივთიერებს.  მასთან ერთად იკარგება მცენარისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ საკვებ ელემენტები, ნიადაგში ხვდება ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლები, უარესდება მისი ფიზიკური თვისებები, რაც უარყოფითად აისახება მასშში მცხოვრებ ცოცხალ ორგანიზმებზე, რომლებიც განსაზღვრავენ ნიადაგის სიჯანსაღეს. საბოლოოდ, ყოველივე ეს იწვევს  დეგრადაციას და უკარგავს ნიადაგს ეკოლოგიურ ფუნქციების განხორციელების უნარს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, პროექტის ფარგლებში სამშენებლო პოლიგონიდან მოხსნილი ნიადაგის მაღალნაყოფიერი ფენა დამატებით გამდიდრდება ორგანული სასუქით – კომპოსტით, რომელიც დამზადდება ადგილზე არსებული ორგანული ნარჩენებისგან. კერძოდ, კომპოსტის მისაღებად გამოყენებული იქნება ნაკელი ახლომდებარე ფერმერული მეურნეობებიდან, ხის დამამუშავებელი საწარმოს ნარჩენები, ვაშლის სიდრის დამზადების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენი და პოლიგონის ტერიტორიაზე არსებული მცენარეული ნარჩენები.

ხის საამქროს ნარჩენები, როგორც წესი, სამშენებლო ნარჩენებთან ერთად ხვდება ნაგავსაყრელზე, რა დროსაც უსარგებლოდ იკარგება ბიომასა, რომლის დაშლის შედეგად ატმოსფეროში დამატებით გამოიფრქვევა სათბურის აირები.

ხის დამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენების დაქუცმაცების გზით მიიღება კომპოსტის დასამზადებლად მნიშვნელოვანი ნედლეული, რომელიც  ნაგავსაყრელზე განთავსების ნაცვლად უზრუნველყოფს კომპოსტირების პროცესის ეფექტურად წარმართვას, შეიწოვს საკომპოსტე გროვიდან ჩაჟონილ წყალს, მასში გახსნილ ნივთიერებებთან ერთად. განსაკუთრებით, აღსანიშნავია აზოტოვანი ნაერთების შეკავება, რომელთა უკონტროლო მოხვედრამ ნიადაგში შესაძლოა, გამოიწვიოს   მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების დაბინძურება.

კომპოსტირებისთვის ძირითად მასად ნაკელის გამოყენება აღმოფხვრის ფერმაში წარმოქმნილი ორგანული ნარჩენის არასწორი განთავსებითა და შენახვით გამოწვეულ მნიშვნელოვან პრობლემებს, რომლებიც უკავშირდება ატმოსფეროში დიდი ოდენობით აზოტის ქვეჟანგის და მეთანის გაფრქვევას. ნაკელის, როგორც სოფლის მეურნეობისთვის ძვირფასი ორგანული სასუქის ხარისხობრივ გაუარესებას ჩარეცხვითი და აქროლებითი დანაკარგების გამო. ასეთი მიდგომების  შედეგად, ნაკელში არსებული ორგანული ნივთიერებები  საკვები ელემენტების უდიდეს ნაწილთან ერთდ  მოხმარდება მაღალი ხარისხის კომპოსტის მიღებას და ნიადაგთან შერევით უნივერსალური სუბსტრატის მომზადებას.

მიღებული კომპოსტი, რომელიც განსაკუთრებით მდიდარია ორგანული ნივთიერებებით და მცენარისთვის აუცილებლი საკვები ელემენტებით, ნიადაგთან მისი შერევის შემდეგ, ნაყოფიერების ამაღლებასთან ერთად მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ნიადაგის წყლის მარაგს, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კლიმატის მიმდინარე და საპროგნოზო ცვლილების ფონზე. კომპოსტის და ნიადაგის  ნაზავი მომზადდება მათი ქიმიური და ფიზიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, რათა მიღებულ სუბსტრატში დაბალანსებული იყოს მცენარისთვის საჭირო ყველა საკვები ელემენტი და იგი მისაღები იყოს მცენარეთა უმრავლესობისთვის. მსგავსი ნაზავები ფართოდ გამოიყენება  სასათბურე მეურნეობებში, სანერგეებსა და საჩითილეებში, ასევე დეკორატიულ მებაღეობაში.

ასეთი  მიდგომა გარკვეული სუბსიდირების შემდგომ,  ფინანსურად მიზანშეწონილ პროცესებს უზრუნველყოფს.  გააჩნია მაღალი გარემოსდაცვითი და ეკონომიკური პოტენციალი გეგმაზომიერი/სწორი წარმართვის შემთხვევში. ის კარგი მაგალითია საამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის და ამ სფეროში ეფექტური მწვანე მიდგომების ინიციატივების წარმოქმნას უწყობს ხელს.

კომპანია ესკო-ესი და უნგრეთის საელჩო საქართველოში საქართველოში განახლებადი ენერგიების დეველოპმენტის შესაძლებობებს განიხილავენ

შედგა შეხვედრა უნგრეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს ქალბატონ ვიქტორია ჰორვატსა და კომპანია ესკო-ესი დირექტორს ზაალ ხელაძეს შორის. შეხვედრის დროს მხარეებმა განახლებადი ტექნოლოგიების საქართველოში იმპლემენტაციის შესაძლებლობები განიხილეს და უნგრეთის რესპუბლიკაში ტექნოლოგიური სიახლეების გაცნობის მიზნით ვიზიტი დაგეგმეს. ქალბატონმა ელჩმა აღნიშნა, რომ უნგრეთის განახლებადი ენერგიების კლასტერის „არჩ ენერჯის“ მხრიდან საქართველოში განახლებადი ენერგიების წყაროების მიმართ დაინტერესება არსებობს.  განსაკუთრებით კი ბიომასის დიდი  უტილიზატორების  (1 მეგავატი და მეტი)  მწარმოებლების მხრიდან საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის ინტერესია გამოხატული.
ამასთან ერთად, არსებობს იდეა უნგრეთის ზეგედის ტექნიკური უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ენერგეტიკის დარგში ერთობლივი სასწავლო კურსების განხორციელების შესახებ. ქალბატონი ელჩის აზრით,  კარგი იქნება, თუ კომპანია ესკო -ესის მესვეურები უნგრეთში პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრის ორგანიზებას მოახდენენ. მხარეები შეთანმდნენ,  რომ კომპანია ესკო -ესის წარმომადგენლები უნგრულ კომპანიებთან სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების მიზნით გაემგზავრებიან, ამ ვიზიტს უნგრეთის საელჩოს ეკონომიკური ატაშე ვარგა სზოქი გაუწევს ფასილიტაციას.

ესკო -ესის „მწვანე ინჟინერინგის ცენტრის“ გუნდი ევროკავშირის EU4ENERGY პროექტის „მწვანე კონსულტაციების“ ფარგლებში კომერციული ბანკების მომხმარებლებს საკუთარი ბიზნესების მწვანე რესტრუქტურიზაციაში ეხმარება

კომპანია ესკო-ესი ,,ბაზისბანკის” და ,,თბს” ბანკის კლიენტებს პროექტ რემისის დაკვეთით EU4ENERGY საგრანტო აპლიკაციების მომზადებასა და შემდგომ პროექტის „მწვანე კონსალტინგგი“-ს ფარგლებში საკუთარი ბიზნესების მწვანე სტრუქტურებად გარდაქმნაში ეხმარება. კონსულტაციები ინდუსტრიული სექტორისთვის (მშენებლობა, მანქანათმშენებლობა, კვების მრეწველობა და სხვა). მწვანე რესტრუქტურიზაციის პროცესების იმპლემენტაციას მოიცავს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, 20 კომპანიის რესტრუქტურიზაცია, რომელთა კონსულტაციის ღირებულებას სრულად ანაზღაურებს საგრანტო პროექტი.
კომპანია ,,გეობილდერსი’’ გრანტის ერთერთი ბენეფიციარია. საკონსულტაციო პაკეტი მოიცავს კომპანიის ენერგომენეჯმენტის დეტალურ ანალიზსს, თანამშრომელთა, ტრეინინგს, მწვანე რესტრუქტურიუზაციის კონცეფციის შედგენას და მის იმპლემენტაციას.
პროექტის ფარგლებში იგეგმება ერთი საპოლოტე ბინის ენერგობალანსის შედგენა და მისი ნულოვან ენერგმოხმარების ფაზაში გადაყვანა.
კოვიდ-19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე, სამუშაოები ონლაინ რეჟიმშია გადაყვანილი. ექსპერტები ამ პროცესებს სათანდო ფილტრებით ახორციელებენ და ,,გეობილდერსის’’ ხელმძღვანელობას პერიოდულ ინფორმაციას აწვდიან.
-„ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენი კომპანიისთვის. მწვანე რესტრუქტურიზაციის მიმართულებით, დიდი იმედი გვაქვს, შესაძლებლობა მოგვეცემა, კორელაციაში მოვიდეთ ახალ კანონთან „ენერგოეფექტიანობის შესახებ.“ შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებაში პიონერები ვართ. გავეცანით არაერთ ინოვაციურ მიდგომას სამშენებლო სექტორში. ვიგრძენით, ენერგოეფექტიანი მიდგომების მიმზიდველობა და მიზანშეწონილობა რესურსეფექტური მართვის მეთოდოლოგიების განხორციელებისთვის.“ აღნიშნა შპს ,,გეობილდერსის’’ -დირექტორმა ლევან ცაავამ.

ესკო -ესმა ბაზალეთის მწვანე ინჟნერინგის ცენტრის ტერიტორიაზე ნულოვანი ემისის ორი მცირე საწარმოს მშენებლობა წამოიწყო.

აღსანიშნავია, რომ „ენერგოეფექტიანობის კანონი“ საწარმოების მიმართ აყენებს მოთხოვნას, რომლითაც პირველი კლასის საწარმოებს 2023 წლიდან აუცილებელი ენერგოაუდიტის განხორციელების ვალდებულება ეკისრებათ.
კომპანია ესკო-ესს დიდი სურვილი გააჩნია, გახდეს მოწინავე ამ მიმართულებით. სწორედ ამ მიზნით, იქნა მიღებული მწვანე ინჟინერინგის ცენტრის მშენებლობა გადაწყვეტილება, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს სადემონსტრაციო 0 -ოვანი ემისიის საწარმოების მშენებლობას. ეს არის ჰიბრიდული ენერგომოხმარების (მზე, ბიომასა ,გაზი , დენი, თბური ტუმბო) ენერგოცენტალის მოწყობა, რომელიც ეფექტური საუბნო გამათბობელი სისტემების ორგანიზების შესაძლებლობას იძლევა. ეს ინოვაციაა საქართველოსთვის და მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ინოვაციაა ისიც, რომ ქსელში ჩართულია ქართული სიდრის და დისცილატის სადემონსტრაციო საწარმოები რომელიც 0-ოვანი ემისიებისაა. ისინი განთავსებულია მინიმანული ენერგომოხმარების ტკეპნილი მიწის ტექნოლოგიებით აშენებულ რეგისტრირებულ მწვანე შენობაში. ასეთ მიდგომა საწინდარია იმისა, რომ ქართული ინდუსტრიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცეთ, მოახდინონ „ მწვანე ინჟინერინგის ცენტრი“-ს საინჟინრო გუნდის ინოვაციური მიდგომების რეპლიკაცია საკუთარ საწარმოებში. ხაზგასასმელია, ისიც რომ საწარმოო პროცესების მართვაში ჩაერთო ფრანგი სპეციალისტი ბატონი ვინსენტ ჯულიენი. ვისენტი ღვინის ტექნოლოგია და საქართველოში ვაშლის და მსხლის სიდრის ნულოვანი ემისიების საწარმოს პილოტირებას უხელძღვანელებს. უკვე შესყიდულია პილოტირებისთვის საჭირო დანადგარები. პირველი 10 ტონა ხილი გადამუშავდა და ფერემენტაციის პროცესშია. ჩვენ ქართული სიდრის საწარმო პროცესების პილოტირებას თანმიმდევრულად მივყვებით, გვაქვს წარმატების რამოდენიმე ინდიკატორი, რომლესაც დავეყდნობით:
• ორგანული პროდუქციის შექმნა ტყის არამერქნული პროდუქტებისან (პანტა მსხალი,ველური ვაშლი)
• პროდუქციის წარმოება მაღალი ალტიტუდის ნიშნულზე 1000 მეტრი ჟანგბადით გამდიდრებულ არეალში
• ნულოვანი ემისისი საწარმო პროცესების წარმართვა ,
ვფიქრობთ, ამ სამი კომპონენტის ტანდემი საინტერესოს გახდის ქართული სიდრის, როგორც ბრენდის იდენტობას.
2021 წლის მარტის თვიდან ესკო-ესის გუნდს შემოუერთდდება გერმანელი ბიოქიმიკოსი ჰანს ალბეხტ ჰოფმანი, რომელიც ხილის წვენების და მაღლხარისხოვანი ხილის სპირტების ბიოქიმიური პროცესების წარმართვას ჩაუდგება სათავეში. ეს კომპანიას ბაზარზე მაღალკვალიფიციური კონსალტინგური კომპანიის სტატუსით გამოსვლის შესაძლებლობას მისცემს, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიას მაღალკვალიფიციურ მოსახურეობას გაუწევს.

ესკო-ესმა ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ენერგოეფექტიანი რეაბილიტაციის კონცეფცია შექმნა და საპილოტე პროექტი განახორციელა

ავსტრიის განვითარების სააგენტოს და გაეროს განვითარების ფონდის მხარდაჭერით ესკო-ესის მწვანე ინჟინერინგის ცენტრი აჭარის რეგიონში ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მწვანე რეაბილიტაციის შესაძლებლობებს ამუშავებს.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა საჯარო სკოლების ინსპექტირება და ენერგოეფექტიანი რეაბილიტაციის გეგმა შედგა. გეგმა შენობათა ნულოვან ენერგომოხმარების მიღწევის მიზნით სამშენებლო ელემენტების (კედელი სახურავი იატაკი კარი ფანჯარა და სხვა) თბოტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს, იმგვარად, რომ მიღწეული იყოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2020 წლის 21 მაისს ხელმოწერილი კანონის „შენობათა ენერგოეფექტიანობის შესახებ“ მოთხოვნები.
კონცეფცია ასევე მოიცავს საჯარო სკოლების მოვლა პატრონობის და ეფექტური ენერგომენეჯმენტის წარმოების სამოქმედო დოკუმენტს. ამასთანავე, მასში წარმოდგენილია განახლებად ენერგოწყაროების გამოყენების შესაძლებლობები და მოცემულია: სიმულაციური ანალიზი, განახლებადი წყაროების გენერაციის ჩართვის ჰიდრავლიკური სქემები და სკოლებისთვის მწვანე სტატუსის მინიჭების გზამკვლევი.
მწვანე ინჟინერინგის ცენტრის გუნდის მიერ, ორგანიზაცია CENN-ის ჩართულობით სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში საქვაბე სისტემის ენერგოეფექტიანი რეაბილიტაციის პილოტირება განხორციელდა, რისთვისაც საწვავად თხილის ნაჭუჭები იქნა გამოყენებული. ეს ფაქტი ხაზს უსვამს ცირკულარული ეკონომიკის საფუძველთა საფუძველს, რაც ნარჩენების მართვის შემცირებაში გამოიხატება.
პილოტირებული პროექტის რეპლიკაციის უზრუნველსაყოფად ქედის საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო დარგის პედაგოგებისთვის ტრეინინგიც ჩატარდა.
„მსგავსი პროექტები საქართველოში ხეტყის (საშეშე და კომერციული) რესურსის არამდგრადი მოპოვების შედეგად ტყის კორომების ფართობების შემცირების ტენტენციას შეანელებს. რის შედეგადაც იზრდება ბუნებრივი, ეკოლოგიური, სოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული რისკები, სახელმწიფო ბიუჯეტის დანაკარგები. ტყის მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვით, მდგრადი ბიომასის ენერგო რესურსებისათვის ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგო ტექნოლოგიების საწარმოო ბაზრების განვითარებით-ასეთი კომპლექსური მოიდგომა ამ პრობლემების გადაჭრის სწორი მექანიზმია“ აღნიშნავს მწვანე ინჟინერინგის ცენტრის ხელმძღვანელი ზაალ ხელაძე.

საკონფერენციო სივრცის დაჯავშნა

დაჯავშნეთ ჩვენი მწვანე საკონფერენციო ოთახები თქვენი კორპორატიული ღონისძიბების, ტრეინინგებისა და ვორქშოფებისთვის.

დაჯავშნა

0
    0
    ESCO-S Cart
    Your cart is emptyReturn to Shop