კლიმატის ცვლილების ადაფტაციის პროცესები ჩანადირთკარის ენერგოეფექტიანი ღუმელების საწარმოში !

ესკო-ესი ენერგოეფექტიანი ღუმელების საწარმოს სამშენებლო სამუშაოებს ეკომეგობრული პრინციპებით განახორციელებს.

კერძოდ,  სამშენებლო პოლიგონზე კონსერვირებული ნიადაგი ინოვაციური მწვანე ინჟინერინგის პრინციპებზე დამყარებული ორგანული აგრო-ტექნოლოგიური მეთოდებით გამდიდრდება. შედეგად ბაზარს წარედგინება მაღალი ხარისხის უნივერსალური აგრო-სუბსტრატი კონკურენტულ ფასად.

ასეთი მიდგომა მწვანე მშენებლობის  ერთ-ერთი საკვანძო ელემენტია. ჩანადირთკარის სამშენებლო პოლიგონიდან გამდიდრებული ნიადაგის სუბსტრატის ოდენობა 2000 კუბური მეტრით განისაზღვრება. შედეგად, შენარჩუნებული იქნება მიწის აგრარული ბალანსი, ანუ დაბალანსდება ინფრასტრუქტურული  პროცესების უარყოფითი ანთროპოგენური ზემოქმედება კლიმატის ცვლილებაზე.

პროფესორი გიორგი ღამბაშიძე ტექნოლოგიურ პროცესების ციკლს ასე განმარტავს:

ნიადაგის მაღალნაყოფიერი ფენა ხშირად ზიანდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას, რაც იწვევს მისგან მნიშვნელოვანი რაოდენობით სათბურის აირების გაფრქვევას, რომელიც ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებას, შედეგად,  ნიადაგი კარგავს დიდი ოდენობით ორგანულ ნივთიერებს.  მასთან ერთად იკარგება მცენარისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ საკვებ ელემენტები, ნიადაგში ხვდება ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლები, უარესდება მისი ფიზიკური თვისებები, რაც უარყოფითად აისახება მასშში მცხოვრებ ცოცხალ ორგანიზმებზე, რომლებიც განსაზღვრავენ ნიადაგის სიჯანსაღეს. საბოლოოდ, ყოველივე ეს იწვევს  დეგრადაციას და უკარგავს ნიადაგს ეკოლოგიურ ფუნქციების განხორციელების უნარს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, პროექტის ფარგლებში სამშენებლო პოლიგონიდან მოხსნილი ნიადაგის მაღალნაყოფიერი ფენა დამატებით გამდიდრდება ორგანული სასუქით – კომპოსტით, რომელიც დამზადდება ადგილზე არსებული ორგანული ნარჩენებისგან. კერძოდ, კომპოსტის მისაღებად გამოყენებული იქნება ნაკელი ახლომდებარე ფერმერული მეურნეობებიდან, ხის დამამუშავებელი საწარმოს ნარჩენები, ვაშლის სიდრის დამზადების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენი და პოლიგონის ტერიტორიაზე არსებული მცენარეული ნარჩენები.

ხის საამქროს ნარჩენები, როგორც წესი, სამშენებლო ნარჩენებთან ერთად ხვდება ნაგავსაყრელზე, რა დროსაც უსარგებლოდ იკარგება ბიომასა, რომლის დაშლის შედეგად ატმოსფეროში დამატებით გამოიფრქვევა სათბურის აირები.

ხის დამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენების დაქუცმაცების გზით მიიღება კომპოსტის დასამზადებლად მნიშვნელოვანი ნედლეული, რომელიც  ნაგავსაყრელზე განთავსების ნაცვლად უზრუნველყოფს კომპოსტირების პროცესის ეფექტურად წარმართვას, შეიწოვს საკომპოსტე გროვიდან ჩაჟონილ წყალს, მასში გახსნილ ნივთიერებებთან ერთად. განსაკუთრებით, აღსანიშნავია აზოტოვანი ნაერთების შეკავება, რომელთა უკონტროლო მოხვედრამ ნიადაგში შესაძლოა, გამოიწვიოს   მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების დაბინძურება.

კომპოსტირებისთვის ძირითად მასად ნაკელის გამოყენება აღმოფხვრის ფერმაში წარმოქმნილი ორგანული ნარჩენის არასწორი განთავსებითა და შენახვით გამოწვეულ მნიშვნელოვან პრობლემებს, რომლებიც უკავშირდება ატმოსფეროში დიდი ოდენობით აზოტის ქვეჟანგის და მეთანის გაფრქვევას. ნაკელის, როგორც სოფლის მეურნეობისთვის ძვირფასი ორგანული სასუქის ხარისხობრივ გაუარესებას ჩარეცხვითი და აქროლებითი დანაკარგების გამო. ასეთი მიდგომების  შედეგად, ნაკელში არსებული ორგანული ნივთიერებები  საკვები ელემენტების უდიდეს ნაწილთან ერთდ  მოხმარდება მაღალი ხარისხის კომპოსტის მიღებას და ნიადაგთან შერევით უნივერსალური სუბსტრატის მომზადებას.

მიღებული კომპოსტი, რომელიც განსაკუთრებით მდიდარია ორგანული ნივთიერებებით და მცენარისთვის აუცილებლი საკვები ელემენტებით, ნიადაგთან მისი შერევის შემდეგ, ნაყოფიერების ამაღლებასთან ერთად მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ნიადაგის წყლის მარაგს, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კლიმატის მიმდინარე და საპროგნოზო ცვლილების ფონზე. კომპოსტის და ნიადაგის  ნაზავი მომზადდება მათი ქიმიური და ფიზიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, რათა მიღებულ სუბსტრატში დაბალანსებული იყოს მცენარისთვის საჭირო ყველა საკვები ელემენტი და იგი მისაღები იყოს მცენარეთა უმრავლესობისთვის. მსგავსი ნაზავები ფართოდ გამოიყენება  სასათბურე მეურნეობებში, სანერგეებსა და საჩითილეებში, ასევე დეკორატიულ მებაღეობაში.

ასეთი  მიდგომა გარკვეული სუბსიდირების შემდგომ,  ფინანსურად მიზანშეწონილ პროცესებს უზრუნველყოფს.  გააჩნია მაღალი გარემოსდაცვითი და ეკონომიკური პოტენციალი გეგმაზომიერი/სწორი წარმართვის შემთხვევში. ის კარგი მაგალითია საამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის და ამ სფეროში ეფექტური მწვანე მიდგომების ინიციატივების წარმოქმნას უწყობს ხელს.

საკონფერენციო სივრცის დაჯავშნა

დაჯავშნეთ ჩვენი მწვანე საკონფერენციო ოთახები თქვენი კორპორატიული ღონისძიბების, ტრეინინგებისა და ვორქშოფებისთვის.

დაჯავშნა

0
    0
    ESCO-S Cart
    Your cart is emptyReturn to Shop