დაჯავშნა

დაჯავშნეთ ESCO-S საკონფერენციო ოთახები

მზის ენერგიის ოთახი

მზის ენერგიის ოთახი, რომელიც შენობაში შედარებით ფართო სივრცეს იკავებს, 30 ადამიანს იტევს. დარბაზში ბუნებრივი განათება ჭარბობს, სივრცე მომხმარებელს კორპორატიული ღონისძიებებისთვის, ტრეინინგებისა და ვორქშოფებისთვის მოქნილ და მყუდრო განლაგებას სთავაზობს.

ქარის ენერგიის ოთახი

ქარის ენერგიის საკონფერენციო დარბაზი გთავაზობთ მშვიდ, პროდუქტიულ გარემოს და საპრეზენტაციო მოწყობილობებს თქვენი და თქვენი გუნდისთვის. ჩვენი ცენტრის ორი სივრცესთან შედარებით ეს დარბაზი შედარებით მომცრო ზომისაა და იდეალურია 15 ადამიანისთვის ორგანიზებული ღონისძიებებისთვის. სივრცე გათვლილია საბჭოების შეხვედრებისთივს, მრგვალი მაგიდის დისკუსიებისა და ბიზნეს-შეხვედრებისთვის.

სრული მწვანე სივრცე

გთავაზობთ მთლიანი სივრცის დაჯავშნის შესაძლებობს, რომელიც ჯამში 50 ადამიანს იტევს. სრული სივრცის დაჯავშნით თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ, თქვენი ღონისძიების მოქნილი ფორმატი შეიმუშაოთ ჯგუფური სესიებითა და ყავის შესვენებებით. მთლიანი სივრცე იდეალურად პასუხობს მასშტაბური კორპორატიული შეკრებებისა და ღონისძიებების საჭიროებებს.

საკონფერენციო სივრცის დაჯავშნა

დაჯავშნეთ ჩვენი მწვანე საკონფერენციო ოთახები თქვენი კორპორატიული ღონისძიბების, ტრეინინგებისა და ვორქშოფებისთვის.

დაჯავშნა

0
    0
    ESCO-S Cart
    Your cart is emptyReturn to Shop