,ესკო-ესი’’ მდგრადი არქიტექტურის სფეროში მოწინავე კომპანიაა, რომლის პრინციპი მომხმარებლისთვის ეკომგრძნობიარე, კომფორტაბელური და ხარჯთეფექტიანი საცხოვრებელი და სამუშო გარემოს შექმნას ემყარება.
თავისი არსებობის 5 წლის მანძილზე, კომპანია ,,ესკო-ესი’’ სტაბილურად ახორციელებს საინჟინრო საქმიანობას, რაც მოიცავს MEP-ის (Mechanical Electrical Plumbing) ზედამხედველობას და პროექტის მართვის სერვისებს ყველა ტიპის საცხოვრებელი, კომპერციული, საჯარო თუ ინდუსტრიული შენობა-ნაგებობების პროექტებისათვის. ,,ესკო-ესი” ევროპული სტანდარტების შესაბამისად ოპერირებს, კომპანიის მიდგომები თანამედროვე მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკებს ემყარება. ,,ესკო-ესს’’ პროფესიონალი ინჟინრებითა და მკვლევარებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს, რომელიც ფინანსური და ტექნიკური მოდელების, ენერგიის მართვის და IAQ -ს საკუთრებისა და რისკის შეფასების, პროექტისა და სამშენებლო მენეჯმენტის პროექტირების-რეალიზაციისა და ოპერირებისთვის საჭირო საინჟინრო და კონსულტირების სერვისების სრული პაკეტის მიწოდებას უზრუნველყოფს. ,,ესკო-ესის’’ გუნდი ახორციელებს როგორც MEP გეგმარებას, ასევე საინჟინრო სისტემების იმპლემენტაციასა და შენახვის ზედამხედველობას არერთი ფართომასშტაბიანი სამშენებლო პროექტებისათვის საქართველოში, შუა აღმოსავლეთში, კავკასიის რეგიონსა და აღმოსავლეთ ევროპაში.