მეღვინეობაში თანამედროვე კონკურენტულ გარემოში რესურსების სწორად მართვას გადამწყვეტი მნიშნელობა აქვს. თანამედროვე მწვანე მეღვინეობის მოდელის საფუძველთა საფუძველია პროცესების ხარჯთეფექტური მართვა, განახლებადი ენერგორესურსების გამოყენება, ნარჩენების მინიმიზაცია. ეს მოიცავს პროცესებს და წარმოების უბნებს
დაწყებული ვენახების სარწყავი სისტემებიდან და დასრულებული ღვინის საწარმოების განათების სისტემების ჩათვლით: კომპანიის ავტოპარკი, მექანიზაცია ვენახებში, პროდუქციის შეფუთვა, სადაც წარმოების პროცესების დროს თუ პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის იხარჯება ენერგია.
ღვინის წარმოების ინდუსტრიაში გამოყენებული ენერგიის ოპტიმიზაცია მონაცემთა იდენტიფიცირების შემდეგ, საშუალებას მისცემს პროცესების გაუმჯობესებას. ინფორმაციის ანალიზის დასრულების შემდეგებზე დაფუძნებული დასკვნები და რეკომენდაციები მიზნად ისახავს ეფექტურობის გაუმჯობესებას ავითარებს წარმოების მართვის მწვანე პრინციპებს ISO 5001 ის დანერგვის საშუალებით, იყენებს განახლებადი ენერგიებს.
ეს არის საშუალებები რომლებიც ქარის, მზის გეოთრრმული ენერგიაზე დაფუძნებულ მარტივ ინსტალაციების გამოყენებით 30%-ით ამცირებს ელექტრო ქსელიდან საჭირო ენერგიის მოხმარებას.
განახლებად ენერგიაზე დაფუძნებულ წარმოებით, ენერგოეფექტურობის სხვადასხვა მეთოდოლოგიებით და ენერგიის სწორი აქტიური მენეჯმენტით, პროცესები მონიტორინგის გზით, შეიძლება მიღწეული იქნას ქსელის ენერგიის მოთხოვნის 50%-ზე მეტით შემცირება.
ენერგოაუდიტი მეღვინეობაში არის პროცედურა რომლის მიზანია ღვინის წარმოების სამრეწველო პროცესის ან ცალკეული დანადგარის მიერ მოხმარებული ენერგიის შესახებ არსებული ინფორმაციის მოძიება, ენერგიის დაზოგვის ხარჯთეფექტური პოტენცილის გამოვლენა, გაანგარიშება და შედეგების ანალიზი. არ აქვს მნიშვნელობა ღვინის წარმოების რომელ ეტაპს შევეხებთ ენერგოაუდიტი არის პრობლემის იდენტიფიცირება და გამოსავალი.
საქართველოში ღვინის ბიზნესებში ენერგგომენეჯმენტში მრავალი გამოწვევა ჩნდება რომელსაც საწარმოო ენერგოაუდიტმა შეიძლება გასცეს პასუხი:
ცივი წინასწარი დუღილის მაცერაცია ღვინის დუღილის პროცესში მსოფლიოს და უკვე საქართველოს ბევრ ღვინის ქარხანაში გამოიყენება. პრეფერმენტაციის პროცესისთვის შემუშავებულია ენერგიის დაზოგვის და პროცესის ოპტიმიზაციის მეთოდოლოგია. ხორციელდება ენერგიის დაზოგვის მეთოდების ანალიზი კონკრეტული საწარმოსთვის, და ოპტიმალური სამოქმედო გეგმის შემუშავება დანერგვის და შედეგიების დადასტურების ჩათვლით.
საქართველოს კანომდებლობა, კერძოდ „კანონი ენერგოეფექტიანობის შესახებ 21/05/2020“ მიზნად ისახავს ენერგიის დაზოგვის, ენერგიის მიწოდების, უსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდას, აგრეთვე ენერგეტიკულ ბაზარზე ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ხელშემშლელი დაბრკოლებების მაქსიმალურად აღმოფხვრას. ეს კანონი ავალდებულებს პირველი კატეგორიის საწარმოებს (მათ შორის ღვინის საწარმოებსაც თუ ისინი ამ კატეგორიაში მოექცევიან) ყოველ 4 წელიწადში ერთხელ განახორციელონ სრული ენერგოაუდიტი (იხ საქართველოს კანონი „ენერგოეფექტურობის შესახებ“ 21/05/2020 თავი თავი V. ენერგოეფექტურობის პოლიტიკა მრეწველობაში), ან დანერგონ მუდმივმოქმედი
ენერგიის მენეჯმენტის სისტემა შესაბამისი პირობის არსებობისას:
ა)თუ საწარმო შედგება ენერგიის საბოლოო მოხმარების სხვადასხვა, დიდი ელემენტისგან − ამ ელემენტების ინდივიდუალური ენერგოაუდიტების სერიის მეშვეობით;
ბ) თუ საწარმოს აქვს 2 ან 2-ზე მეტი უფრო მცირე ზომის ობიექტი, რომლებიც ერთსა და იმავე ან მსგავს საქმიანობას ახორციელებენ, − შერჩევითობის პრინციპით 2 ან რამდენიმე ობიექტის ენერგოაუდიტის მეშვეობით;
გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების ერთობლიობის არსებობისას − იმავე ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიდგომების მეშვეობით ერთობლივად.
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიმუშავებს პროგრამებს მცირე და საშუალო ღვინის საწარმოებისთვის (რომლებიც არ არიან პირველი კატეგორიის საწარმოები), ენერგომენეჯმენტის სისტემების დანერგვის სარგებლიანობისა და სერტიფიცირებული ექსპერტების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით.
ენერგოაუდიტორთა აკრედიტაციას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრი, რომელსაც უფლება აქვს, დაინტერესებულ პირებს მიანიჭოს აკრედიტაცია ენერგოაუდიტორთა სერტიფიცირებისთვის. აკრედიტაციის ცენტრს ასევე უფლება აქვს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან შეთანხმების საფუძველზე აღიაროს
ენერგოაუდიტორთა სერტიფიკატები.
კანონი უწესებს პასუხისმგებლობებს მეწარმეებს მოთხოვნების დარღვევისთვის და აკისრებს მათ სახდელებს კერძოდ „საწარმოს მიერ ენერგოაუდიტის განუხორციელებლობა ან სერტიფიცირებული ენერგომენეჯმენტის სისტემის ან გარემოსდაცვითი მართვის სისტემის დანერგვის განუხორციელებლობა ან/და სამინისტროსთვის განხორციელებული ენერგოაუდიტის ანგარიშის ასლის წარუდგენლობა ან სერტიფიცირებული ენერგომენეჯმენტის სისტემის ან გარემოსდაცვითი მართვის სისტემის დანერგვის შესახებ შეუტყობინებლობა გამოიწვევს პირის გაფრთხილებას, ხოლო მისი გაფრთხილებიდან 90 დღის ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობა − დაჯარიმებას 50 000 ლარიდან 100 000 ლარამდე.“
შეიძლება ითქვას რომ ენერგოაუდიტი არის მწყობრი სისტემა რომელიც უზრუნველყოფს ხარჯთეფექტიან მენეჯმენტს მეღვინეობის სექტორში. იგი მხარდაჭერილია საქართველოს კანონმდებლობით და წარმოადგენს საქართველოს ღვინის სექტორის მწვანე განვითარების სწორ მექანიზმს.