ენერგოეფექტური ტექნოლოგიების იდეათონი

ენერგოეფექტური ტექნოლოგიების იდეათონი– მწვანე ინჟნერინგის ცენტრის და სენის ერთობლივი თანამშრომლობით “ენერგოეფექტიანობისა და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების კომუნიკაციისა და ცნობიერების ამაღლების კამპანია სოფლად” ფარგლებში, UNDP-ის დაკვეთით დაიგეგმა.

იდეათონი განკუთვნილი იყო იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც აინტერესებთ ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით და განახლებადი ენერგიის საკითხები. იდეათონში მონაწილეობა მიიღო სულ  30 ახალგაზრდა  8 მუნიციპალიტეტიდან.

ეს იყო მოკლე ინტენსიური ვორკშოპის სტილის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ ემუშავათ არსებული გარემოს დაცვითი პრობლემების იდენტიფიცირებაზე და შეეცადნენ ეპოვათ ამ პრობლემების გადაჭრის გზები. მონაწილეებმა იმუშავეს გუნდებში და გამოიყენეს აზროვნების დიზაინის მეთოდოლოგია, რათა თანამშრომლობითი გზით განეხორციელებინათ იდეების ფორმირება.

ეს ყველაფერი 2022 წლის 26-29 აპრილს ბულაჩაურის მწვანე ცენტრსა და ბაზალეთის მწვანე ინჟინერინგის ცენტრში შედგა.

მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, მოესმინათ მწვანე ინჟინერინგის ცენტრის ხელმძღვანელის ზაალ ხელაძის საჯარო გამოსვლისთვის, რომლის ფარგლებში მოისმინეს რამოდენიმე თემატური სესია. ფუნდამენტალურ მწვანე საკითხებზე:

სესიების პარალელურად, მონაწილეები ესტუმრნენ ბაზალეთის მწვანე ტექნოლოგიურ ცენტრის და დარგის ექსპერტ-პროფესორ გვანვცა ხელაძის მეგზურობით მონაწილეები გაეცნენ ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებს და მათი მუშაობის პრინციპებს ყოფა-ცხოვრებასა და ინდუსტრიაში.

ახალგაზრდებმა  დაათვალიერეს მწვანე პრინციპებზე მომუშავე ბიზნესები, კომპანია ესკო-ესის  ხილის გადამუშავების საწარმოო, მწვანე ჰორეკას სექტორის სადემონსტრაციო მაგალითი ბაზალეთის ტბის მიმდებარედ და ენერგოეფექტიანი გათბობის სისტემების ტექნოლოგიების მშენებარე საწარმო, რომლებიც მწვანე ინჟინერინგის ცენტრის მენეჯმენტის ქვეშა.

მონაწილეებმა მწვანე ინჟინერინგის ცენტრის თანამშრომელთა ფასილიტაციითა და  მენტორობით მწვანე გამოწვევების იდენტიფიცრება მოახდინეს,  რის საფუძველზეც  დაიწყეს ფიქრი მათი  გუნდური გადაწყვეტის შესაძლებლობებზე.

საკონფერენციო სივრცის დაჯავშნა

დაჯავშნეთ ჩვენი მწვანე საკონფერენციო ოთახები თქვენი კორპორატიული ღონისძიბების, ტრეინინგებისა და ვორქშოფებისთვის.

დაჯავშნა

0
    0
    ESCO-S Cart
    Your cart is emptyReturn to Shop