„3D პრინტერი პროტოტიპირების შესაძლებლობები მწვანე ინჟინერინგში“-ეს იყო ტრეინინგის თემა რომელიც ბაზალეთის მწვანე ინჟინერინგის ცენტრის და ჩეხეთის კულტურული განვითარების სააგენტოს მიერ იყო ორგანიზებული 2022 წლის 27 აპრილს. ტრეინინგს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტორული მიმართულების პედაგოგები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ტრეინინგი 3D პრინტერების მწარმოებელი კომპანიის ექსპერტებმა ჩაატარეს. მათ დეტალურად გააშუქეს იმ გამოწვევბის გადაჭრის გზები, რომლებზეც თავის მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა გვანცა ხელაძემ. დისკუსიებში ხაზი გაესვა სასწავლო პროცესებში მსგავსი ინოვაციის იმპლემენტაციის მნიშვნელობას
მცირე მეწარმეებმა აღნიშნეს, რომ ქართული ტრადიციული რეწვის პროდუქტების წარმოების დროს მნიშვნელოვანია მათი პროტოტიპირება. მსგავსი პრინტერების გამოჩენა დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინიტრირების არეალში ბევრ საინტერესო იდეას გააჩენს.