ბაზალეთის მწვანე ინჟინერინგის ცეტრმა ბაზალეთის ტბის არეალის გარემოსდაცვითი გამოწვევების და გადაწყვეტის შესაძლებლობების შესახებ კონფერენციას 2022 წლის 14 აპრილს უმასპინძლა.
კონფერენციას წინ უძღვოდა ტბის დასუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს ლიდერთა სკოლის, ორეფლეიმის, ადგილობრივი თემის და დუშეთის მუნიციპალიტეის მოხალისეებმა მიიღეს.
შეხვედრას ლიდერობა დუშეთის მნიციპალიტეტის მერიამ, საქართველოს მწვანეებმა და მწვანე ინჟინერინგის ცენტრის ხელძღვანელებმა გაუწიეს. დისკუსიაში ბაზალეთის თემის ღირებულებათა ჯაჭვში ჩართული და პოტენციური ერთულები მონაწილეობდნენ. შეხვედრის დღის წესრიგი რამოდენიმე საკითხით განისაზღვრა:
• წყლის მართვის პრობლემები ბაზალეთის ტბის აუზშში
• ბაზალეთის თემის ნიადაგის დამაბინძურებლები
• ბაზალეთის ტბის არეალის გარემოსდაცვითი გამოწვევბი და გადაწყვეტის გზები.
• მდგრადი განვითარების მიზნები.
მომხსენებლებმა და განხილვაში მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ საჭიროა, ქმედითი ღონისძიებების გატარება იმ კატასტროფული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად, რომელიც ტბის არეალის გარემოსდაცვითი სიტუაციიდან გამომდინარეა შექმნილი.
„პრობლემების სია დიდია და საჭიროებს მყისიერ ჩარევებს. არსებობს გადაწყვეტის გზები და საშუალებები რომლებიც საჭიროებენ ეკოლოგების პროფესიულ ცოდნას და გამოცდილებას, საჭიროა: ტბას განესაზღვროს ჰიდრო-მააკუმულირებელი სადგურის ფუნქცია, შედგეს ბაზალეთის ტბის აუზის მართვის გეგმა და ბაზალეთის თემის განვითარების გენერალური გეგმა.“ აღნიშნა ცენტრის ხელმძღვანელმა ბატონმა ზაალ ხელაძემ საკუთარი მოხსენების დროს.
საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ლიდერის ქალბატონ ნინო ჩხობაძის აზრით „მნიშვნელოვანია არასამთავრობო სამთავრობო და ბიზნეს სექტორის ერთობლივი ქმედებები.კლიმატის მწვანე ფონდი კარგი ინსტრუმენტია დაფინანსების მისაღებად. ამაღელვებელი იყო დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ქალბატონ მანანა ნარიმანიძის გამოსვლა „საკითხის იმდენად აქტუალურია, რომ საჭიროა მყისიერი ღონისძიებების გატარება და აქტიური ქმედებების განხორციელება. ჩვენ ამას სექტორიალური მხარდაჭერის გარეშე ვერ განვახორციელებთ.“
კონფერენციის დასასრულს, მონაწილეებმა კლიმატის მწვანე ფონდში აკრედიტირებულ ორგანიზაციებთან ერთად მწვანე კლიმატის ფონდში წარსადგენად წინადადების მომზადების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. პროცესებს მწვანე ინჟინერინგის ცენტრის ხელმძღვანელი და საქართველოს მწვანეების ლიდერი დუშეთის მერთან ერთად გაუწევს ლიდერობას.