ატმის ალკოჰოლური სასმელი “ვატი #6″
ალკოჰოლის შემცველობა: 50% (ზაალ ხელაძის კოლექცია) 0.5 ლ
ყურადღება: დალიეთ ყინულით ან ცივ წყალში გაზავებული გემოვნებით.
დისცილირებულია ბაზალეთის ტბის სანაპიროზე განთავსებულ 0-ოვანი ემისიის საწარმოში, კავკასიაში, (საქართველოს მაღალმთიანი რეგიონი ალტიტუდა 995 მეტრი ზღვის დონიდან) პროდუქტი დამზადებულია თითქმის 0-ოვანი გავლენით გარემოზე https://www.facebook.com/escosbazaleti
ატმის ნაყოფი შეგროვილია ორგანული წესით, საქართველოში გურჯაანის და თელავის მუნიციპალიტეტებში კერძო ფერმერების საკარმიდამო ნაკვეთებზე . დისცილირებულია. 2016 წელს. დავარგებულია მუხის 320 ლიტრი მოცულობის #7 კასრში. კასრი შეივსო დისცილატით 2015 წელს. ყოვეწლიურად ხორციელდებოდა ატმის ნაყოფის დისცილატით “უფლის წილი” აორთქლებული რაოდენობის შევსება. ნედლეული გროვდებოდა ორგანული წესით საქართველოში თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტში კერძო ფერმერების საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე განთავსებული ხეხილის ბაღებიდან. კასრი გაიხსნა 2021 წელს, ჩამოისხა 50 ლიტრი სასმელი. კასრის დანაკლისი შეივსო იგივე წესით მოპოვებული ნაყოფის დისცილატით 2021 წელს. კასრი დაილუქა და შემდგომი ჩამოსხმა დაიგეგმა 2025 წლისთვის.. ინტერესის შემთხვევაში დაგვიკავშირდით https://www.escos.ge/product/peach-alcoholic-drink-vati-6/?lang=ka-ge